- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
I კურსელთა საყურადღებოდ!
გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს! საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია შესაძლებელია
2020 წლის 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე:
- დრამის ფაკულტეტი
• პროგრამული კონცენტრაციები - დრამისა და კინოს მსახიობი და თეატრის რეჟისურა - რუსთაველის გამზირი №19, III სართული (დრამის ფაკულტეტის დეკანატი), ყოველდღე 11 საათიდან 17.00 საათამდე., შაბათს 12.00 საათიდან 15.00 საათამდე.
• პროგრამული კონცენტრაციები - ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - აღმაშენებლის გამზირი №40, I სართული, ოთახი 109, ყოველდღე 11 საათიდან 17.00 საათამდე., შაბათს 12.00 საათიდან 15.00 საათამდე.
- კინო-ტელე ფაკულტეტი - აღმაშენებლის გამზირი №40, III სართული, ოთახი 305-306, ყოველდღე 11 საათიდან 17.00 საათამდე., შაბათს 12.00 საათიდან 15.00 საათამდე.
- სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი - აღმაშენებლის გამზირი №40, II სართული, ოთახი 222, ყოველდღე 11 საათიდან 17.00 საათამდე., შაბათს 12.00 საათიდან 15.00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი).
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
3. 4 ფოტოსურათი ზომით 3x4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა).
5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
უნივერსიტეტში ხელშეკრულების თანახმად სწავლის წლიური საფასურის - 2250 ლარის გადახდა შესაძლებელია ოთხ ეტაპად.
რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი - 562,5 ლარი;
100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი.
70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 168,5 ლარი.
50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 281,25 ლარი.
ანგარიში:
სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სწავლის საფასურის ანგარიში: 708887289
სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 28 სექტემბერს.
უკან