ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 72/2

2020 წლის 16 ივლისი, ქ. თბილისი

დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 დრამის ფაკულტეტი

 

მსახიობის  ხელოვნების  მიმართულებით

  • ასისტენტ-პროფესორის                                   3 ს. ე.  /ოსტატობის განხრით/
  • ასისტენტ-პროფესორის                                   1 ს. ე.  /სასცენო მეტყველების განხრით/

ქორეოგრაფიული  ხელოვნების  მიმართულებით

  • ასისტენტ-პროფესორის                                   1 ს. ე.  /ქართული ცეკვის განხრით/

 

სამუსიკო  ხელოვნების  მიმართულებით

  • ასისტენტ-პროფესორის                                   1 ს. ე.  /სადირიჟორო განხრით/

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

 

აუდიო-ვიზუალური  რეჟისურის  მიმართულებით

  • ასისტენტ-პროფესორის                                    1 ს. ე.

 

2.  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 20 ივლისიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 21 აგვისტოდან და გაგრძელდეს 2020 წლის 02 სექტემბრის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #64.

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                       #4  15.07.2020 წ.

  

გიორგი მარგველაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501852
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია