ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

24 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის ინიციატივით, „ახალ სცენაზე“   შედგება ვასილ კიკნაძის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნის - „მიახლოება საუკუნესთან“ - პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება საქარათველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს.

ვასილ პავლეს ძე კიკნაძე – ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე, 1954-64 წწ. რუსთაველის სახ. თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგის თანამდებობაზე მუშაობს. 1964-69 წწ. საქართველოს კულტურის სამინისტორს სარეპერტუარო სარედაქციო კოლეგიის რედაქტორია, 1969-73 .წ. ამავე სამინისტროს სათეატრო განყოფილების უფროსი, 1973-2005 წწ. შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორია სასწავლო დარგში.

სრულიად განსაკუთრებულია ვ. კიკნაძის ღვაწლი და ამაგი ს. ახმეტელის ცხოვრებასა და შემოქმედების შესწავლაში, შეისწავლა ქართული თეატრის სხვა რეპრესირებულ მოღვაწეთა მასალები „სუკის“ არქივში, რომელიც გამოქვეყნდა წიგნში „წამებული რაინდები“ (1992), რისთვისაც არარეჟისორთაგან ერთადერთს მიენიჭა ს. ახმეტელის პრემია.

ვ. კიკნაძემ დაადგინა რუსთაველის თეატრის დაარსების თარიღი (1879), რომელიც აღიარებულია ოფიციალურად. ეკუთვნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ისტორიის გამოკვლევა. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის უნივერსიტეტის სასწავლო-შემოქმედებით და სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მან დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე შემოიღო სპეციალური კურსი „ქართული რეჟისურის ისტორია“, რომელსც ის უძღვება ოცდახუთი წელია.

ვ. კიკნაძემ პირველმა გამოაქვეყნა ქართული რეჟისურის ისტორია:  „ქართველი რეჟისორები“, წ. I (1968), „ქართველი რეჟისორები“ წ. II (1971), „რეჟისორის ხელოვნება“ (1978), ფუნდამენტალურ გამოკვლევას „ქართული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები“ (1982) მიენიჭა საქ. მეცნ. აკად. და უმაღლესი განათლების სამინისტროს პრემია.

1972 წ. წარმატებით იცავს დისერტაციას ხელოვნებათმცოდენობის კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, 1974 წ. თეატრალური ინსტიტუტის დოცენტია, ხოლო 1979 წ.-დან პროფესორი, 1993 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1980 წ. მონოგრაფიისათვის „ს. ახმეტელი“ მიენიჭა კ. მარჯანიშვილის პრემია. მის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული თეატრმცოდნეობითი მეცნიერების წინაშე ცხადჰყოფს მისივე ავტორობით გამოცემული (2001) ქართული დრამატული თეატრის ისტორიის ამსახველი ფუძემდებლური ნამუშევრების ორტომეული.

ვასილ კიკნაძე  ჰუმანიტარული და პედაგოგიკის აკადემიების წევრია, 1976 წ. მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, არის „ღირსების ორდენის“ კავალერი.

 ვასილ კიკნაძე მკვლევარის, კრიტიკოსის, პოლემისტისა და ორატორის დაუცხრომელ საქმიანობას კარგად უთავსებს თეატრალურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მის მიერ აღზრდილი მოწაფეები წარმატებით მოღვაწეობენ სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0964604
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-09-17
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია