ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

კონკურსი პროგრამისთვის "კინო სკოლაში" სპეციალისტების ასაყვანად - 12 12 2013

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს კინოგანათლების ხელშეწყობის პროგრამის „კინო სკოლაში" განხორციელებას, რომლის მიზანია თბილისის და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კინოგანათლების შეტანა.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 60-მდე სკოლაში უფროსკლასელებისთვის (მე-9, მე-10, მე-11, კლასები) მოეწყობა ქართული და მსოფლიო კინოს საეტაპო ფილმების (ჩამონათვალი თან ერთვის) ჩვენება და ჩვენების შემდგომი დისკუსიების გამართვა.

პროექტის დაიწყება 2014 წლის მარტი, დასრულდება 2014 წლის დეკემბერში

კინემატორგაფიის ეროვნული ცენრტი აცხადებს კონკურს პროგრამის „კინო სკოლაში" განხორციელებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებისთვის, რომლებიც იმუშავებენ შემდეგ რეგიონებში:

იმერეთი-2 სპეციალისტი

სამეგრელო-2 სპეციალისტი

ქვემო ქართლი-1 სპეციალისტი

შიდა ქართლი-1 სპეციალისტი

სამცხე-ჯავახეთი-1 სპეციალისტი

აჭარა-1 სპეციალისტი

მცხეთა-მთიანეთი-1 სპეციალისტი

რაჭა-ლეჩხუმი-1 სპეციალისტი

კახეთი-1 სპეციალისტი

თბილისი-2 სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა და ძირითადი მოვალეობები 

° რეგიონის/ქალაქის 5 სკოლაში ფილმის ჩვენება და ჩვენების შემგდომი დისკუსიის მოწყობა.(დღეში ერთი სკოლა)

° პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვისთვის სათანადო მოტივაციისა და პირობების შექმნა;

° მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის, უნარების შეფასება მათ მიერ შესრულებული სამუშაოების საშუალებით.(რეფერატები, პრეზენტაციები)

° პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიური რეპორტის კინოცენტრში გაგზავნა;

° სასურველია, სკოლის ადმინისტრაციიასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის და განათლების სამსახურებთან კოორდინირება და პერიოდულად (2 თვეში ერთხელ) ახალი ქართული მხატვრული/დოკუმენტური/ანიმაციური ფილმების ჩვენების და გადამღები ჯგუფის წევრებთან შეხვედრის ორგანიზება;

სპეციალისტების შერჩევის კრიტერიუმებია:

° ბაკალავრის ხარისხი, კინომცოდნის, ან სხვა სახის კინო და სახელოვნებო განათლება ან დასახელებული სპეციალობების დამამთავრებელ კურსზე სწავლა.

° რუსული, ან ინგლისური ენის ცოდნა

° კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Power Point, Internet, Outlook Express, Windows Media Player)

პიროვნული თვისებები და უნარები:

° პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა;

° ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, კომუნიკაბელურობა;

° აზრის გადმოცემის, პრეზენტაციის უნარი;

° პედაგოგიური უნარ-ჩვევები;

° ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;

° კრეატიულობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისადმი მზაობა;

° თვითმოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პედაგოგიური, ან საკუთარი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ს სამოტივაციო წერილის და პროგრამაში შესული ფილმების ჩამონათვალიდან ერთ ერთი ფილმის შესახებ რეცენზიისგაცნობის შემდეგ.

იხილეთ ფილმების სია

მეორე ეტაპზე (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან) ჩატარდება გასაუბრება პროფესიული უნარების გამოსავლენად პროგრამაში შესული ფილმების პრეზენტაციის საშუალებით.

პროგრამის ხანგძლივობაა 6 თვე (მარტი, აპრილი, მაისი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ყოველთვიური ანაზღაურება 625 ლარი.

დაინტერესებულ პირებმა გამოაგზავნეთ: CV-ი, დიპლომი ან ცნობა სასწავლებლიდან, სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა, მიუთითეთ რეგიონი ან რეგიონები რომელშიც გინდათ მუშაობა) რეცენზია (მაქსიმუმ 400 სიტყვა)

ელექტრონულ მისამართზე: career@gnfc.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 15 იანვარი

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

კოტე ჩლაიძე ან მაგდა კარსანიძე 2 999 200

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957765
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია