- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ინფორმაცია სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით
კორონავირუსის (Covid -19) და მისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტი პირველივე დღიდან მუშაობს სტუდენტებისთვის შესაძლო ფინანსური შეღავათების დაწესების საკითხებზე. კორონავირუსით გამოწვეულ შესაძლო ეკონომიკური კრიზისის რისკებამდეც უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი საკმაოდ მოქნილი და სტუდენტზე მორგებული იყო. თუმცა, აღნიშნულ ვითარებაში უნივერსიტეტმა დააწესა დამატებითი შეღავათი სტუდენტებისთვის, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკის შესაბამისად სტუდენტს გადახდა 4 ეტაპად შეეძლო, ვადამოსული სწავლის საფასურის (2019-2020 სასწავო წლის გაზაფხულის სემესტრის) გადახდა კვლავ გადავადდა - 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი ამ ეტაპზეც მზადაა იმ სტუდენტებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის თანმდევი გარემოებებიდან გამომდინარე, შეექმნათ სირთულეები სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, დაუწესოს შეღავათი - გადაუვადოს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ვადა უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სტუდენტების საყურადღებოდ:
თუ კორონავირუსის (Covid – 19) ინფექციის გავრცელების და თანმდევი შედეგების გამო შეგექმნათ ფინანსური პრობლემა/პრობლემები და გადავადებულ ვადაში (2020 წლის 20 ივნისი) კვლავ ვერ იხდით 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს, ქვევით მითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ დასაბუთებული განცხადება (მიზეზების მითითებით) და დამადასტურებელი დოკუმენტაცია/დოკუმენტაციები, რათა უნივერსიტეტმა ინდივიდუალურად განიხილოს თითოეული შემთხვევა და მიიღოს გადაწყვეტილება სწავლის საფასურის შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, განცხადებაში, რომელიც დადასტურებული იქნება შესაბამისი თანდართული დოკუმენტაციით, მიუთითოთ თქვენთვის ხელსაყრელი გადახდის გრაფიკი და ელექტრონული ფოსტა, რომელზე გამოგზავნითაც გსურთ, გეცნობოთ განცხადებაზე პასუხი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
2. იმ შემთხვევაში, თუ სწავლის საფასურს იხდიდა მშობელი/მშობლები და 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 10 ივნისის პერიოდში მათი შემოსავალი კორონავირუსის და მისი შედეგებიდან გამომდნარე შემცირდა მინიმუმ 50%-ით ან შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა, მშობელმა და სტუდენტმა ერთობლივ განცხადებას უნდა დაურთონ:
3. გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა, უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განიხილავს ყველა სხვა შემთხვევას, რომელიც გამოწვეულია პანდემიის ფონზე შექმნილ ეკონომიკურ კრიზისისგან და სტუდენტის მიერ დადასტურებული იქნება შესაბამისი ორგანიზაციის/პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციით.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 29 მაისიდან 2020 წლის 10 ივნისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: support@tafu.edu.ge
გაითვალისწინეთ: თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს სხვა პირის პირად მონაცემებს, იხელმღძვანელეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული გარემოებების არარსებობის ან/და სწავლის საფასურის გადავადების შესახებ განცხადებაზე უარის შემთხვევებში, სტუდენტმა სწავლის საფასური უნდა დაფაროს 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იმოქმედებს წესდებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
უკან