- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
დრამის ფაკულტეტი აბიტურიენტებს გიწვევთ დისტანციურ კონსულტაციაზე, რომელიც გაიმართება Google Hangouts Meet-ის საშუალებით (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი).
✅ კონსულტაციები ჩატარდება ყველა პროგრამულ კონცენტრაციაში (სპეციალობაში).
დრამისა და კინოს მსახიობი - 16 მაისიდან, ყოველ შაბათს, 15:00 საათზე.
თეატრის რეჟისურა - 19 მაისიდან, ყოველ სამშაბათს, 14:00 საათზე.
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - 16 მაისიდან, ყოველ შაბათს, 13:00 საათზე.
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - მიმდინარეობს სხვადასხვა დღესა და საათებში აბიტურიენტთა და პედაგოგთა შეთანხმების საფუძველზე.
✅ დისტანციურ ჩართვაში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტებს გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე drama@tafu.edu.ge . მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი/გვარი, პ/ნ და ტელეფონის ნომერი) და რომელი პროგრამული კონცენტრაციის (სპეციალობის) კონსულტაციაზე გსურთ დასწრება.
გისურვებთ წარმატებას!
უკან