ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით, 11 მაისს, თბილისის დროით 11 საათზე, ონლაინ პლატფორმაზე Zoom გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „თეატრი ონლაინ“, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენელი. აღნიშნულ კონფერენციაში, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა ბაქოს თეატრისა და მუსიკისა და ყაზახეთის ნაციონალური ხელოვნების აკადემიებთან ერთად, მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

მაკა ვასაძე კონფერენციაზე წარსდგება მოხსენებით „თანამედროვე თეატრალური სივრცე გლობალურ ონლაინ რეჟიმში“, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილი წაიკითხავს მოხსნებას „თეატრი კარანტინში“. კონფერენციაზე დასწრების მსურველებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში თვალი ადევნონ მომხსნებლებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების სოციალური ქსელების Facebook და Instagram ოფიციალურ გვერდებზე

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1689111
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-07-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია