ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

ბრძანება N 45/2

2020 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი

დრამის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი 

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 დრამის ფაკულტეტი

 

მსახიობის ხელოვნების მიმართულება /სასცენი მრტყველება/

  • ასისტენტ-პროფესორის                                   1 ს. ე.

2.  დრამის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 27 აპრილიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 27 მაისიდან და გაგრძელდეს 2020   წლის  5 ივნისის  ჩათვლით.

5. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საბუთების მიღება იწარმოება ელექტრონული წესით  შემდეგნაირად:

  • საბუთების მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
  • მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, თანდართული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  წარმოდგენილი უნდა  იყოს  გამოგზავნილ    შეტყობინებაზე  მიბმული სახით, თან უნდა ახლდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან პასპორტის ასლი.
  • სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ განიხილება.
  • საკონკურსო განცხადება/განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დასკანერებული, PDF ფორმატში ან მკვეთად გარჩევადი ფოტოს სახით.

6. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

 

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

 

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                      ოქმი # 2  25.04.2020 წ.

 

გიორგი მარგველაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1781382
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-10-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია