ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

2020-2021 სასწავლო წლისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია საბაკლავრო პროგრამაზე “საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება” დაიწყება ა.წ. 4 მაისს და დასრულდება 29 მაისს 18 საათზე.

• აბიტურიენტი რეგისტრაციას გაივლის მხოლოდ ინტერნეტით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.tafu.edu.ge).

• რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი: (რეგისტრაცია): 708887519

 

 გადახდის და ნიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.

 შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში.

 სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

 

შემოქმედებითი ტურების ჩატარების თარიღი და ცხრილი გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1782431
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-10-26
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია