- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2020 წლის 2, 3, 4 ივლისს გაიმართება ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური კონფერენცია წელს საერთაშორისო სტატუსის გახდა. წელს ეს იქნება ხელოვნების მკვლევართა XIII სამეცნიერო კონფერენცია, პრიორიტეტული თემით „ხელოვნება და თანამედროვეობა“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს. მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამეცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე იმუშავებს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკათმცოდნეობის, ქოროეოლოგიის, მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.
დაგეგმილია კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კონფერენციის მასალების ორ ენაზე - ქართულ-ინგლისურად გამოქვეყნება. გამოსაქვეყნებელ მასალებს შეარჩევს კონფერენციის სამეცნიერო საბჭო.
ბოლო ვადები:
10 აპრილი - ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა
30 მაისი - დასაბეჭდი სრული ტექსტის (ქართულად) წარმოდგენის ბოლო ვადა.
20 ივლისს - დასაბეჭდად შერჩეული სტატიების სრული ტექსტის ინგლისური თარგმანის გადმოგზავნა.
მოთხოვნები:
მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.
პარამეტრები:
თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:
conference@tafu.edu.ge
თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.
ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ინგლისურისთვის Times New Roman
ზომა 12, დაშორება 1, 15.
მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ.-ს.
კონფერენციის ორგანიზატორი
სახელოვნებო მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური: 577 94 70 03; 593 24 42 78. conference@tafu.edu.ge
პროფესორი ზვიად დოლიძე: 555 30 70 40
უკან