ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2020 წლის 7 მაისს გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის XIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის თემატიკა უკავშირდება ჰუმანიტარულ, სოციალურ და სხვა სამეცნიერო მიმართულებებს. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის და მუსიკისმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაურები შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკად. თანამდებობა).

მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.

 

მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 აპრილი.

მოხსენების სათაური უნდა გადმოიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@tafu.edu.ge

 

კონფერენციის ორგანიზატორია

სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

პროფესორი ნატო გენგიური

ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78

პროფესორი ზვიად დოლიძე: 555 30 70 40

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500932
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია