ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

პროექტი „TAFU – FIIST მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტმა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 2019 წელს განახორციელა ერთობლივი პროქტი ,,DocNomads-TAFU- ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა’’.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კომბინირებული ჯგუფები, რომლებმაც გადაიღეს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ზემო აჭარის მაცხოვრებლებზე, მათ ადათ-წესებზე, ასევე, შუამთობის დღესასწაული სოფელ ბეშუმში.

პროექტის ფარგლებში, DocNomads-ის მხრიდან საქართველოში ჩამოვიდა 2 ტუტორი და 6 სტუდენტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტიდან მონაწილეობა მიიღო ორმა ტურორმა და ექვსმა სტუდენტმა, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან - ერთმა ტუტორმა და ორმა სტუდენტმა.

2020 წელს გაგრძელდა ერთობლივი პროექტი და 6 – 17 თებერვლის ჩათვლით, განხორციელდა ახალი პროექტი „TAFU – FIIST მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 ტუტორმა და 12 სტუდენტმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებები მაღალმთიანი აჭარის (ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მარადიდი) მაცხოვრებლებსა და მათ ადათ-წესებზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

იხილეთ:
ფოტო მასალა
ვიდეო მასალა

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502743
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია