ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტი (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სიახლე

შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისა და სტუდენტებისთვის - უფასო დისტანციური სწავლების კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ DL101GE, რომელიც ა.წ. 9 მარტიდან 23 აპრილამდე ჩატარდება ❗

- დისტანციური სწავლების კურსი შემუშავებულია გაერო-ს სპეციალიზებული უწყების - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ და ქართულ ენაზე ადაპტირებულია საქპატენტის მიერ. საქართველოში კურსი ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანაორგანიზებით. კურსი უსასყიდლოა და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

- კურსი ტარდება დისტანციური სწავლების ინოვაციური ფორმით. კურსის მასალა მოიცავს საკითხავ მასალას, მოკლე აუდიო-ჩანაწერებს, კითხვებსა და ტესტებს ცოდნის შეფასების მიზნით. კურსს ადმინისტრირებას უწევენ და ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები). გათვალისწინებულია აკადემიური მხარდაჭერა თითოეულ მოდულთან დაკავშირებით, ონლაინ სადისკუსიო ფორუმების მეშვეობით; შესაძლებელია ცალკეულ საკითხებზე შესაბამის თემასთან დაკავშირებულ ტუტორთან - დარგის ექსპერტებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფორმით. კურსის ჩატარებას კოორდინაციას უწევენ WIPO-ს აკადემია და საქპატენტის წარმომადგენლები: მთავარი ტუტორი და ადმინისტრატორი; ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქპატენტის სასწავლო ცენტრი; ზოგადი მონიტორინგი ხორციელდება საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ.

- ქართულენოვანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში(51/100), მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ WIPO-ს და საქპატენტის საერთაშორისო სერტიფიკატს ქართულ ენაზე. ასევე, ექნებათ შესაძლებლობა WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული, უცხოენოვანი კურსები.

დისტანციური სწავლების კურსზე წვდომა შესაძლებელია კურსის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტის გამოყენებით.

- აღნიშნულ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

- რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6.03.2020.

- ქართულენოვან კურსზე მონაწილეობის მსურველები პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდნენ WIPO-ს მომხმარებლის ანგარიშებზე/WIPO Accounts.

- იხილეთ ბმული: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1651805
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-06-03
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია