ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

I სტუდენტური კონკურსის„კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“ გამარჯვებულები 25 ნოემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსში, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სოციალური, ჰუმანიტარული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები მონაწილეობენ. პირობის თანახმად, სტუდენტებმა აუდიო-ვიზუალური მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურის და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული მცირე ზომის ნამუშევრები (რეპორტაჟი, სიუჟეტი, ნარკვევი, ესსე, ჩანახატი - ქრონომეტრაჟი 5-10 წთ) წარმოადგინეს. გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს.

კონკურსი „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ტარდება. კონკურსის მიზანი დარგის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის და ხელოვნების მიმართულებით პროფესიულ საქმიანობაში მომავალი ჟურნალისტების წახალისება და აუდიო-ვიზუალური მედიის კვალიფიციური კადრებით მომარაგებაა.

კონკურის გამარჯვებულები პრიზის სახით მიიღებენ ფულად ანაზღაურებას და დიპლომებს.

I სტუდენტურიკონკურსის: „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“, გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება შედგება 25 ნოემბერს, 16:00სთ-ზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, (კულტურის სამინისტროს შენობაში სანაპიროს #4).

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502681
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია