ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

კონკურსი „კულტურის და ხელოვნების საკითხების გაშუქება მედიაში“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, აცხადებს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე ტელე, რადიო და ინტერნეტ მედიისთვის მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სოციალური, ჰუმანიტარული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტებს.

კონკურსის პირობაა მონაწილეებმა წარმოადგინონ აუდიო-ვიზუალური მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურის და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული მცირე ზომის ნამუშევრები (რეპორტაჟი, სიუჟეტი, ნარკვევი, ესსე, ჩანახატი - ქრონომეტრაჟი 5-10 წთ).

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიული ჟიური.

კონკურის გამარჯვებულები პრიზის სახით მიიღებენ ფულად ანაზღაურებას და დიპლომებს.

პირველი ადგილი - 300 ლარი

მეორე ადგილი - 200 ლარი

მესამე ადგილი - 100 ლარი.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის პროექტები, რომლებიც წინასწარ იქნება შერჩეული კონკურსის ორგანიზატორების მიერ. გადარჩევა მოხდება იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ნაწარმოები საკონკურსო პირობებს.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს დარგის განვითარების ხელშეწყობა, კულტურის და ხელოვნების მიმართულებით პროფესიულ საქმიანობაში მომავალი ჟურნალისტების წახალისება და აუდიო-ვიზუალური მედიის კვალიფიციური კადრებით მომარაგება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ა.წ. 07 ოქტომბრიდან - 21 ოქტომბრამდე. ნამუშევრების მიღება დაიწყება 10 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე. 25 ნოემბერს გამოვლინდება გამარჯვებული და შედგება დაჯილდოების ცერემონიალი.

განაცხადის ფორმა

გვარი, სახელი

პირადი ნომერი

დაბადების წელი, თვე, რიცხვი

ფაქტობრივი მისამართი

ტელეფონი

ელექტრონული ფოსტა

უმაღლესი სასწავლებლის დასახელება

ფაკულტეტი

სწავლების საფეხური

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის ჟანრი (აღნიშნეთ ერთ-ერთი):

რეპორტაჟი,

სიუჟეტი,

ესსე,

ჩანახატი,

ნარკვევი

შევსებული განაცხადი უნდა გადმოაგზავნოთ მისამართზე: media_culture@tafu.edu.ge

ნამუშევრები უნდა აიტვირთოს (Youtube.com, Google Drive) და ლინკი (ავტორის ვინაობის მითითებით) უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე media_culture@tafu.edu.ge, ასევე შესაძლებელია ნამუშევარი წარმოადგინოთ DVD დისკზე 2 ეგზემპლარად.

ნამუშევრების ჩაბარება: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მის. დავით აღმაშენებლის გამზ. #40, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სპეციალისტი რუსუდან კობერიძე. ოთახი - 222. 11:00-17:00 სთ-მდე.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1533964
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-12-05
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია