ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

26 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტი წარდგება შემდეგი პროგრამით:

• 15:00 - 16:00 სთ - სსსმ/შშმ მოსწავლეებისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების ჩართვა საგანმანათლებლო სივრცის საინტეგრაციო პროცესში. უნივერსიტეტის ეზოში დამონტაჟებულ სცენაზე მიზნობრივ ჯგუფთან ინკლუზიური ცეკვის ინოვაციური მოდელის დემონსტრირება. პრეზენტაციას ჩაატარებს უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასისტენტი, დოქტორანტი ანა ღვინიაშვილი.

• 16:10 - 16:35 სთ - სკოლის მოსწავლეების სტუმრობა უნივერსიტეტის ჩარლი ჩაპლინის მუზეუმში, გამოფენის დათვალიერება. აქტივობას უზრუნველყოფს მუზეუმის ხელმძღვანელი ლალი გორგასლიძე.

• 16:40 - 17:00 სთ - საჯარო ლექცია ჩარლი ჩაპლინის შემოქმედებაზე, რომელსაც ჩაატარებს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, კინოისტორიკოსი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზვიად დოლიძე.

• 17:10 - 17:30 სთ - 16 მმ. ფირზე ჩარლი ჩაპლინის ფილმის ჩვენება; რეტროს სტილის დეფილე მოსწავლეებისთვის.

• 17:35 - 17:55 სთ - 3D სტერეოსკოპიული აპარატურით მომზადებული ვიდორგოლის ფირის ჩვენება.

• 18:00 – 18:30 სთ - უნივერსიტეტის ეზოში, მუსიკის თანხლებით ჩატარდება გასართობი აქტივობები: გრიმის ცხება (გრიმის სპეციალისტი ანა მურვანიძე) - „გახდი ჩარლი“; „ვისწავლოთ ჩარლივით სიარული და ოხუნჯობები“ - წამყვანი ნოდარ სამთელაძე.

 

#მეცნიერებაწარმატებისთვის

#აღმოაჩინე - მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. № 40, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ჩარლი ჩაპლინის მუზეუმი, ეზო

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1533957
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-12-05
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია