ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 158/2

2019 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი

 

კინო - ტელე  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსის გამოცხადების შესახებ

 იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდესკონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

კინო - ტელე ფაკულტეტი

ხმის რეჟისურის მიმართულებით:

პროფესორის                                                1 ს. ე.

2. კინო - ტელე ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 11 სექტემბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

                                                   საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                           ოქმი # 8  09.09.2019 წ.

 

გიორგი მარგველაშვილი                                                               
რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1514649
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-11-12
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია