ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

განცხადება

 

ცხადდება   მიღება  დოქტორანტურაში  2020-2021  სასწავლო  წლისათვის შემდეგ  სადოქტორო  პროგრამებზე:

 

დრამის ფაკულტეტი

 

  • საშემსრულებლო - შემოქმედებითი ხელოვნება (შემოქმედებითი პედაგოგიკა)

,,მსახიობის საშემსრულებლო  ხელოვნება“  - ხელმძღვ.  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი    დავით კობახიძე.

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

  • საშემსრულებლო - შემოქმედებითი ხელოვნება (შემოქმედებითი პედაგოგიკა)

აუდიო–ვიზუალური რეჟისურა ,,ტელერეჟისურა’’ - ხელმძღვ. პროფ. ალექსანდრე ვახტანგოვი 

 

სახელოვნებო მეცნბების, მედიისა და მენეჯმენტის  კულტეტი

 

  • ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - თეატრმცოდნეობა

,,თანამედროვე ქართული თეატრი -ხელმძღვ.  პროფ. გიორგი ცქიტიშვილი

 

  • ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - კინომცოდნეობა

       ,,მსოფლიო კინოს ისტორია’’ - ხელმძღვ. პროფ. ზვიად დოლიძე

 

  • მედიის კვლევა (კულტურა მედიაში) - ხელმძღვ. პროფ. გიორგი ჩართოლანი

 

  • ხელოვნების მენეჯმენტი - ხელმძღვ. პროფ. ნინო სანადირაძე

 

 

 საბუთები  მიიღება  2020 წლის  1  სექტემბრიდან   15  სექტემბრის  ჩათვლით.

 

 დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

 

- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)

- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის

  დამოწმებული ასლი

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება

- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა

- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)

- ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)

- რეფერატული ნაშრომი (ფორმატი: 7-10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12,

ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში-თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.

- სამოტივაციო წერილი სასურველი პროგრამის ფარგლებში - საშემსრულებლო მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.

- 20 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო   

                                 უნივერსიტეტი.  საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

                                 ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

                                 ბანკის კოდი: TRESGE22

                                 ანგარიში: 7 0888 7519 

 

  • გამოცდა უცხო ენაში  ჩატარდება - 17 სექტემბერს

                  /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/

  • გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 18 სექტემბერს.

               

                  საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 18 სექტემბერს. 

                  საბოლოო შედეგები გამოცხადდება  21 სექტემბერს.

                  

სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 28 სექტემბერს.  

 

საბუთები მიიღება უნივერსიტეტის I კორპუსში (შ. რუსთაველის  გამზირი 19),  ოთახი 5, 11 საათიდან 17 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ტელ: +995 322 999411 (#162), 577727030, 577 288 784, 577 288 785

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502712
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია