- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება N 128/2
2019 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი
სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში კონკურსის შედეგად მთავარი მეცნიერი თანამშრომლის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დ ა ნ ი შ ნ უ ლ იქნან სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე2019 წლის 17 ივლისიდან, გაუფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები:
თეატრმცოდნეობა
1. თამარ ქუთათელაძე 5 წლის ვადით
კინომცოდნეობა
1. ლია კალანდარიშვილი 5 წლის ვადით
ხელოვნებათმცოდნეობა
1. ირმა დოლიძე 5 წლის ვადით
2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობაზე დანიშვნის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/
3. დანიშნულ მთავარ მეცნიერ თანამშრომლებთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
4. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.
17.07.2019 წ.
გიორგი მარგველაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან