ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 26-27 ივნისს გაიმართა ხელოვნების მკვლევართა მე-12 სამეცნიერო კონფერენცია. წელს პრიორიტეტული თემა იყო „ევროპა და ქართული კულტურა“, თუმცა, კონფერენციაზე იმუშავა თავისუფალი თემატიკის სექციებმაც. მე-12 კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი მოხსენება ჩვენი უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის პროფესორების, მკვლევარებისა და დოქტორანტების მიერ. სულ იმუშავა 9 სექციამ: თეატრმცოდნეობის, მუსიკათმცოდნეობისა და ქორეოლოგიის, კინომცოდნეობისა და მედიის კვლევების, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები. სექციებს თავმჯდომარეობდნენ პროფესორები გიორგი ჩართოლანი, ზვიად დოლიძე, ნატო გენგიური და ასოცირებული პროფესორები: მაია ლევანიძე, მანანა ლეკბორაშვილი, მაკა ვასაძე, ზურაბ ზანგურაშვილი.

კონფერენციის გახსნაზე წარდგენილი იყო მე-12 კონფერენციის მასალების საფუძველზე შექმნილი 2 კრებული: „„ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში. მე-9 ტომი. მე-20 საუკუნის ხელოვნება, თბ. 2019“ და ასევე „ხელოვნების მენეჯმენტი და კუტურული ტურიზმი. მე-11 კონფერენციის მასალები. თბ. 2019“.

კონფერენცია ჩატარდა სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ინიციატივით.

ორგანიზატორი - პროფესორი ნატო გენგიური

კოორდინატორი- პროფესორი ზვიად დოლიძე

იხილეთ კონფერენციის ამსახველი ფოტოები

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501831
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია