ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 87/2

2019 წლის 21 მაისი ქ. თბილისი

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მიბმული ფაილები:
დანართი 1
დამართი 2

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობისდასაკავებლად:

თეატრმცოდნეობა

1. მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი                1 ს. ე. 

 

კინომცოდნეობა

1. მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი                 1 ს. ე.

 

ხელოვნებათმცოდნეობა

1. მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი                1 ს. ე.

 

2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 24 მაისიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 25 ივნისიდან  2019 წლის 04 ივლისის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

                                                 საფუძველი: 2019 წლის 21 მაისის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                       # 5 დადგენილება

                                                                                  

გიორგი მარგველაშვილი                                                                

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1499192
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-10-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია