ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2019 წლის 7 მაისს გაიმართა სტუდენტთა მე-12 სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ინიციატივით და ძირითადად აერთიანებს სახელოვნებო უმაღლესი სასაწვლებლების სტუდენტებს.

კონფერენციის ორგანიზატორია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.

წელს, კონფერენციაში წარმოდგენილი იყო 40-ზე მეტი მონაწილე - ჩვენი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. სულ მუშაობდა 6 სექცია: თეატრისა და მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის, კინოსა და მედიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები როგორც თეორიული, ისე შემოქმედებითი მიმართულებებიდან - კინო-ტელე და დრამის ფაკულტეტებიდან. სექციების ხელმძღვანელები გახლდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: ზვიად დოლიძე, ირინე აბესაძე, მალხაზ ღვინჯილია, მაკა ვასაძე, მაია ლევანიძე, ანანო სამსონაძე.

სტუდენტებს სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწიეს მანანა ლეკბორაშვილმა, დავით გუჯაბძემ, მაია კიკნაძემ, თამარ ცაგარელმა, ნატო გენგიურმა, ლალი ოსეფაშვილმა, ანანო სამსონაძემ, ნაირა გალახვარიძემ, დოდო ჭუმბურიძემ და სხვებმა.

იხილეთ კონფერენციის ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1520208
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-11-19
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია