ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2019“

2019 წლის 2, 3 და 4 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ინიცირებითა და ორგანიზებით, ჩატარდება ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2019“.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ზოგადად, ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველა მიმართულების (თანამედროვე, სასცენო-ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო და ა.შ) პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ეკატერინე გელიაშვილი.

პროექტის ორგანიზატორები - დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა.

პროექტის პარტნიორები არიან: სსიპ შემოქმედებითი საქართველო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ:

2 მაისი

13.00 სთ - ფორუმ-ფესტივალის გახსნა და საგამოფენო კოლექციის  პრეზენტაცია:

წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის მიერ დადგმული ქართული ხალხური ცეკვების ნიმუშების გრაფიკული ჩანახაზები.

/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.

13.30 სთ ვორქშოპი:

ფესტივალი მასპინძლობს კინოდოკუმენტალისტს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს  ოლიკო  ჟღენტს, თემით - ჯორჯ ბალანჩინი და თანამედროვე ამერიკული  საბალეტო სკოლა. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით,  ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმებიდან „ვიხსენებთ ბალანჩინს“ და „ ჯორჯ ბალანჩინი. გაღმა  ნაპირები“.

19.00 სთ - ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ემერიტუსის, ბაკალავრიატში ქორეოგრაფიული მიმართულების ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ქორეოგრაფიული ანსამბლის „როკვა“ ხელმძღვანელის - უჩა დვალიშვილის შემოქმედებითი საღამო.

/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. რუსთაველის გამზირი #19, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი/

3 მაისი

12.00 სთ - კონფერენცია

ქორეოლოგიური მიმართულებით წარმოდგენილი იქნება სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პედაგოგების სამეცნიერო ნაშრომები.

/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.

15.00 სთ - მასტერკლასი

ახალგაზრდების საშემსრულებლო დაოსტატებას ქორეოგრაფიულ სადადგმო ხელოვნებაში წარუძღვება ქორეოგრაფი გია მარღანია.

/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.

 

4 მაისი

17.00 სთ - დასკვნითი კონცერტი და დაჯილდოვება:

/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. რუსთაველის გამზირი #19, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი/

19.00 სთ - ფესტივალის დახურვა

კონცერტის მონაწილეები:

-  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ და „ინკლუზიური ცეკვის სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფი“;

-  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“;

-  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი  „მერანი“;

-  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“;

-  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“;

-  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ“;

-  თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯთან არსებული თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“;

-  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „დავლათი“ ;

-  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „ახალციხე“  ;

-  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“;

-  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან  არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ”კარიბჭე” ;

-  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1479152
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია