- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ევროსტუდენტი VII: საერთაშორისო კვლევა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „ევროსტუდენტი VII-ის“ ეროვნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს სოციოლოგიურ კვლევას, რომლის მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ცხოვრების პირობები.
კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება სწავლის ტიპს და ინტენსივობას, სტუდენტების დასაქმებას და დროის განაწილებას, საცხოვრებელ პირობებს, შემოსავლებს, სამომავლო გეგმებს და სხვა საკითხებს.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე.
აღნიშნული კვლევა ტარდება ელექტრონულ პლატფორმაზე: www.eurostudent.eu
გთხოვთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ კვლევებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბუკლეტები
უკან