ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

უანგაროდონორისაქცია

აჩუქესიცოცხლე: გახდიდონორი

 

29 ნოემბერს, 12:00 - საათიდან - თეატრისადაკინოსსახელმწიფოუნივერსიტეტისI ადმინისტრაციულ კორპუსში - მის: რუსთაველის გამზ. 19

                                                                                           

შ.პ.ს. “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. სისხლს ძირითადად აბარებენ ფასიანი დონორები, რომელთა მოტივაცია სისხლის გაღების შემდეგ საკომპენსაციო თანხის აღებაა, რის გამო დონორმა შეიძლება დამალოს სარისკო ქცევა ან რაიმე დაავადება.

სწორედ ამიტომ, სისხლის ვირუსუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო დაკვეთაა ფასიანი დონორების ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო დონორებით, რაც მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიაა.

რაუნდაიცოდე, რომგახდესისხლისდონორი

სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.

სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

  • თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და ჩ, შიდსი, სიფილისი;
  • არ ხართ დაავადებული მალარიით;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;

ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

  • არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.

დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი:

  • არ უნდა ჰქონდეს სიცხე;
  • არ უნდა ჰქონდეს სურდო, კატარი, გრიპოზული მოვლენები და სხვა.

სისხლის დონორმა

  • დონორის თანხმობის ფორმაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოს და მიიღოს ტკბილი ჩაი;
  • თავი უნდა შეიკავოს თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისგან;
  • დონაციის დღეს დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.          

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957748
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია