- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
დღეს, 27 მარტს, 13:00-ზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის "დებიუტი" საწარმოო თათბირი გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაფინანსებული პროექტების ავტორებმა და პროდიუსერებმა, აგრეთვე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის ხელბძღვანელებმა.
შეგახსენებთ, რომ სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სს „ქართული კინოს განვითარების ცენტრს“ შორის, 2018 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა ქართული კინოს განვითარების მიზნით.
პროექტის „დებიუტი“ ფარგლებში, ახალგაზრდა რეჟისორებს (საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კინორეჟისურის სპეციალობის კურსდამთავრებულებს) სადებიუტო ფილმების შექმნის საშუალება მიეცემათ.