- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019 წლის 23 მარტს, პროექტის ,,ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა/სტაჟირება" ფარგლებში, სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფისა და დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ინიცირებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელოვნებო სფეროში ინტეგრაცია.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი. ინტეგრირებულ კონცერტში მონაწილეობენ: ინკლუზიური ცეკვის სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფი, დრამის ფაკულტეტის სტუდენტები (მსახიობები, რეჟისორები, ქორეოგრაფები), ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა", მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი.
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან:
1. ინკლუზიური ცეკვის ვორქშოფი (საცეკვაო როლური თამაშები) - დასაწყისი: 13:00 სთ.
2. ინტეგრირებული კონცერტი - დასაწყისი: 14:00 სთ.
ინკლუზიური ცეკვის სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფი ფასილიტატორობას გაუწევს საცეკვაო როლურ თამაშებს ვორქშოფის ფარგლებში. ხოლო, ინტეგრირებული კონცერტის დასკვნით ნაწილში _ მაყურებლის წინაშე წარსდგება ერთი ქორეოგრაფიული ნომრით.
ღონისძიებას დაეწრებიან: სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის ,,აისი" , ,,მზის შვილებისა" და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ბენეფიციარები.
ღონისძიება გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, მისამართზე - თბილისი, დ.აღმაშენებლის 40.