ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 35/2

2019 წლის 07 მარტი ქ. თბილისი 

აკადემიური საბჭოს რიგგარეშე არჩევნების გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2019 წლის 18 მარტს გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რიგგარეშე არჩევნები. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესის დაცვით არჩეულ იქნას აკადემიური საბჭოს 2 წევრი:

 

1.1. დრამის ფაკულტეტზე                        1 წევრი

1.2. კინო-ტელე ფაკულტეტზე                 1 წევრი 

 

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ # 6.

 

 

გიორგი მარგველაშვილი                                                                

რ ე ქ ტ ო რ ი

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1515016
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-11-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია