ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ინოვაციური პროექტის - "ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა/სტაჟირება" პრეზენტაცია

მ/წ. 26 თებერვალს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ინიცირებით, არაფორმალური განათლების ფარგლებში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის აუდიტორია №1-ში განხორციელდება ინოვაციური პროექტის - ,,ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკა/სტაჟირება" პრეზენტაცია.

პროექტის მიზნებია:

· შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა ინტეგრაცია საცეკვაო ხელოვნების სფეროში;

· ინკლუზიური ცეკვის სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფის ბაზაზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების ცეკვის სპეციალურ პედაგოგებად დატრენინგება და არაფორმალური განათლების ფარგლებში ინკლუზიური ცეკვის აქტივობების განხორციელება;

· საქართველოში ცეკვის სპეციალურ პედაგოგთა კვალიფიცირებული კადრების შექმნა და ქორეოგრაფთა დასაქმების სფეროს გაზრდა.

სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფი დაკომპლექტდება 5 სტუდენტისგან, 1 კურსდამთავრებულისა და 10 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისაგან.

პრეზენტაციას ჩაატარებს აღნიშნული პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ასისტენტი ანა ღვინიაშვილი.

პროექტის პარტნიორები არიან:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

MAC Georgia - მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის

ქალაქ თბილისის მერია

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501825
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია