- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2019 წლის 25-26 ივნისს გაიმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური XII სამეცნიერო კონფერენცია კონფერენციის პრიორიტეტული თემაა "ევროპა და ქართული კულტურა"
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
კონფერენციაზე იმუშავებს თავისუფალი სექციებიც, რომელთა თემატიკა არ შემოიფარგლება აღნიშნული თემატიკით და დარგებით. თავისუფალი სექციები იქნება კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე ხელოვნებისა და მედიის სფეროს იმ მოხსენებებისთვის, რომლებიც არ ჯდება პრიორიტეტულ თემატიკაში. კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თემატური კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება VIII ტომში კრებულისა `XX საუკუნის ხელოვნება”, ხოლო არათემატური სექციების შერჩეული მასალები - კრებულში “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.
ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი,
ხოლო სრული მოხსენებებისა - 20 მაისი.
მოთხოვნები და პარამეტრები:
თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.
თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.
ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ინგლისურისთვის Times New Rom
ზომა 12, დაშორება 1,15.
მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.
კონფერენციის ორგანიზატორია
სახელოვნებო მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური
t. 577 94 70 03; 593 24 42 78.
უკან