ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 18/2

2019 წლის 08 თებერვალი ქ. თბილისი

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი
აკადენიური თანამდებობის დაკავების წესი
განცხადება
დანართი
დანართი

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტი

 

მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის მიმართულებით

ტელე-რადიო ჟურნალისტიკა

 

1. ასოცირებული პროფესორი                      - 1 ს. ე 

                                                    

 

კინომცოდნეობის მიმართულებით

ქართული კინოს ისტორია

 

1. ასოცირებული პროფესორი                      - 1 ს/ე

 

 

ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით

 

1. ასისტენტ-პროფესორი                              - 1 ს/ე

 

 

2. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 20 თებერვლიდან

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 25 მარტიდან  2019 წლის 05 აპრილის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

                                                           საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება

                                                                                08.02.2019 წ.

 

გიორგი მარგველაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1323582
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-03-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია