ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ესეების კონკურსი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით, პარლამენტში შექმნილი კომისის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 მარტს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით მართავს სტუდენტური ესეების კონკურსს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.

საკონკურსო ესე უნდა შეეხებოდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს: არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ქალი დეპუტატები, ეთნიკური უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია და სხვა.

კონფერენციის ნაშრომების სავარაუდო საკითხები შესაძლოა შეეხებოდეს დამფუძნებელი კრების არჩევნების საარჩევნო სისტემას, საარჩევნო პროცესს. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს. საარჩევნო პროგრამებს. საარჩევნო კამპანიას, არჩევნების შედეგებს, დამფუძნებელი კრების შემადგენლობას, კრების კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას, კრების საქმიანობაში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას, კრების ზოგად კანონშემოქმედობითობას, კრების მიერ მთავრობის კონტროლსა და სხვა.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტის მიერ შექმნილ საბოლოო სტატიაში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტებმა ნაშრომები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 20 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე: snioradze@tafu.edu.ge

შიდა საუნივერსიტეტო ეტაპზე უნივერსიტეტის მიერ შერჩეული ორი საუკეთესო ნაშრომი წარედგინება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

საუკეთესო ნაშრომის ავტორებს, მიმდინარე წლის 12 მარტს, ღონისძიების ფარგლებში დააჯილდოებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1456193
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-08-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია