შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, განხორციელდება ყოველწლიური ერთობლივი პროექტი, პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:
• სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
• სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
დღეს, 22 იანვარს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ზემოაღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები.