ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება N 222/2

2018 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი 

დრამის, კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი
აკადენიური თანამდებობის დაკავების წესი
განცხადება
დანართი
დანართი

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტი

კულტურული ტურიზმის მიმართულებით

პროფესორის                                    1 ს. ე.

დრამის  ფაკულტეტი

მსახიობის ხელოვნების მიმართულებით

პროფესორის                                    1 ს. ე.

 

კინო-ტელე  ფაკულტეტი

მხატვრული კინოს რეჟისურის მიმართულებით

პროფესორის                                    1 ს. ე.

 

2. დრამის, კინო - ტელე დასახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 20 დეკემბრიდან

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 21 იანვრიდან  2019 წლის 04 თებერვლის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

                                                           საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება

                                                                                   # 14  14.12.2018 წ.

 

გიორგი მარგველაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

 

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1515000
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-11-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია