ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრი"-მ გამოსცა სახელმძღვანელო -„მსოფლიო თეატრის ისტორია“ (ტ. II) -, რომელიც მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.).

სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები. II ტომში შესულია: შუასაუკუნეების, აღორძინების, კლასიციზმისა და განათლების ეპოქების თეატრი.

სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

ეს პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა, რომელიც ქართველი თეატრმცოდნეების ჯგუფმა მოამზადა: თამარ ბოკუჩავა, მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, გულიკო მამულაშვილი, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2641917
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-03-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია