ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიში ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

2013-2014 სასწავლო წლის 15 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ქრისტიან ფრაიგანგის ლექციები თემაზე “გოთიკური ხელოვნება”.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები ჩვენ უნივერსიტეტში სიახლეა. თეორიული მიმართულებების სტუდენტებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა უცხოელ პროფესორს მოუსმინონ. ღონისძიება ხორციელდება საერთაშორისო პროექტის “ხელოვნების ისტორია – აკადემიური გამოცდილება” ფარგლებში. პროექტი ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე დაიგეგმა და მიზნად ისახავს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დაახლოებას ევროპის საუნივერსიტეტო სივრცესთან.

საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია პროფესორი ნატო გენგიური, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
თანადამფინანსებლები კი არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953067
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია