- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ანსამბლი „როკვა“ თურქეთში, საერთაშორისო სიმპოზიუმზე
2018 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები (19 მოცეკვავე-მსახიობი და 5 ხელმძღვანელი) გაემგზავრნენ თურქეთის რესპუბლიკის უზუნდერეს ოლქის ქალაქ ერზრუმში საერთაშორისო სიმპოზიუმზე - ანატოლიისა და საქართველოს ურთიერთობები (Anatolia and Georgia Relationships International Symposium).
სიმპოზიუმი ჩატარდა ათათურქის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში (Blue Hall), რომელიც გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა. Dr. Omar ÇOMAKLI. სიტყვით გამოვიდნენ ერზრუმის მერი Mehmet Tab, კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე და საქართველოსთან ასოცირების მეგობრობის თავმჯდომარე Ali RızaAltunel, უზუნდერეში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული sajad Soltanzadeh, უზუნდერეს რაიონის გამგებელი Hakan Şeker, უზუნდერეს მერი Halis Özsoy, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორიVeyis Değirmençay, არქეოლოგიის განყოფილების უფროსი Dr. Mehmet Işıklı.
სიმპოზიუმს ესწრებოდა 60-ზე მეტი მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან: თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ჩვენი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების აკად. პერსონალი.
სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდა დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდ. დოქტორი ეკატერინე გელიაშვილი, რომელმაც დამსწრეთ გააცნო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ისაუბრა ქართულ-ანატოლიურ ქორეო-კულტურულ ურთიერთობებზე.
27 ოქტომბერს, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „როკვამ“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი პროფესორი უჩა დვალიშვილია, ათათუქრის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში წარმატებით წარმოადგინა ქართულ ფოლკლორზე შექმნილი 45 წუთიანი ქორეოგრაფიული პროგრამა, 12 საცეკვაო ნომერი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პირველი და მესამე კურსის სტუდენტები, ასევე, მათთან ერთად, დეპარტამენტის ხელმძღვანელი /ე. გელიაშვილი/ და რამდენიმე ჩვენი შარშანდელი კურსდამთავრებული ასრულებდა.
სიმპოზიუმზე ანსამბლის მიწვევა განხორციელდა თურქეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლისა და დრამის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მარინა ხარატიშვილის ძალისხმევით.
ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოსა და ანატოლიის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.
ადგილობრივი პრესა გამოეხმაურა აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
http://www.milliyet.com.tr/anadolu-ve-gurcistan-iliskileri-ataturk-erzurum-yerelhaber-3132558/
https://www.sondakika.com/haber/haber-anadolu-ve-gurcistan-iliskileri-ataturk-11399336/
უკან