ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში (აღმაშენებლის გამზ. #40), სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება თემატური გამოფენა „სულხან-საბა ცეკვის შესახებ”. პროექტი განხორციელდება ქორეოგრაფიული მიმართულების III კურსის სტუდენტებისა (სალომე ცინდელიანი, მარიამ წურწუმის, ანა ლაშხი, გაგა ბოხუა) და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტის (თამარ გუშიანი) აქტიური ჩართულობით.

უნივერსიტეტის II კორპუსის ფოიეში გამოიფინება სულხან-საბა ორბელიანის მიერ განმარტებული 30-მდე ქორეოგრაფიული ტერმინის სადემონსტრაციო ექსპონატი. წარმოდგენილი იქნება ქორეოგრაფიული პერფორმანსი (ქართული ცეკვების ფრაგმენტები) და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

პროექტის ხელმძღვანელია ანანო სამსონაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1323582
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-03-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია