ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

მსოფლიო თეატრალური საგანმანათლებლო ალიანსი (WTEA)

ამა წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, პეკინის (ჩინეთი) დრამის აკადემიაში დაგეგმილ მსოფლიო თეატრალური საგანმანათლებლო ალიანსის (WTEA) სამუშაო შეხვედრასა და ფორუმზე, როგორც ალიანსის წევრები და დელეგატები, ჩვენი უნივერსიტეტიდან იმყოფებოდნენ რექტორი, დრამის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მარგველაშვილი და თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდეობის დოქტორი თამარ ცაგარელი.

ალიანსის სამუშაო შეხვედრის გეგმაში გათვალისწინებული იყო მსოფლიო თეატრალური საგანმანათლებლო ალიანსის გენერალური მდივნის არჩევა, რომლის კანდიდატურა ჩინეთის დრამის ცენტრალური აკადემიის ვიცე პრეზიდენტი - ჰაო რონგი (Hao Rong) დაასახელა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა, ალიანსის დელეგატმა გიორგი მარგველაშვილმა და რომელიც, ალიანსის წევრების მიერ, ერთხმად იქნა არჩეული.

ასევე, ამ შეხვედრაზე განიხილეს ათენის დრამის სკოლის ალიანსში გაწევრიანების საკითხი პირადი განცხადების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს ათენის დრამის სკოლის რექტორი კონსტატინოს არვანიტაკისი. განცხადების განხილვის შედეგად ალიანსის წევრად მიღებული იქნა ათენის დრამის სკოლა.

მსოფლიო თეატრალური საგანმანათლებლო ალიანსის დელეგატებმა განიხილეს ჩინეთის დრამის ცენტრალური აკადემიის ვიცე პრეზიდენტის ჰაო რონგის წინადადება, რომ ალიანსის ფარგლებში შექმნილიყო თეატრალური მეთოდოლოგიის კვლევის ცენტრი, სადაც ალიანსის წევრი სკოლებიდან წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სახელმძღვანელოები, რომლებიც დელეგატთა უმრავლესობის თანხმობის შედეგად გამოიცემა ინგლისურ/ჩინურ ენებზე

 

მსოფლიო თეატრალური საგანმანათლებლო ალიანსის წევრები და დელეგატები არიან:

ბულგარეთის თეატრისა და კინოხელოვნების ნაციონალური აკადემიიდან:

1. პლამენ მარინოვ მარკოვი

2. სნეჟინა ივანოვა ტაკოვსკა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:

1. გიორგი მარგველაშვილი

2. თამარ ცაგარელი

ჩინეთის დრამის ცენტრალური აკადემიიდან:

1. ჰაო რონგი

2. სიუ სიანგი

იაპონიის ტოჰო გაკენის დრამისა და მუსიკის ინსტიტუტიდან:

1. გო მიურა

2. ჰიროუკი ტაკაჰაში

სამხრეთ კორეის ჩანგ-ანგის უნივერსიტეტიდან:

1. ბაეკ ნამ-იანგი

ვარშავის (პოლონეთი) დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემიიდან:

1. ვასლავ სძოლპინსკი

2. ანა ლაჩი

რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი - GITIS

1. გრიგორი ზასლავსკი

2. ალექსანდრე ბარმაკი

რუსეთის (პეტერბურგი) დრამატული ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი:

1. ნატალია პახომოვა

2. ნიკალაი პესოჩნიკი

კიევის (უკრაინა) ნაციონალური ი. კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი:

1. ალექსანდრე პახარჩუკი

2. ნატალია ხაიდარი

დიდი ბრიტანეთის გუილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლა

1. დანიელ მაკგრათი

2. სტიუარტ კალდერი

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1237099
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-11-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია