- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
"თანამედროვე კინოს დიდოსტატები" საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას.
რიგით მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.
ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის "დაბრუნება" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ფილმები "ელენა" , "ლევიათანი" , "უსიყვარულოდ" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.
22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის აუდიტორია №1-ში;
24 ოქტომბერს კი გაიმართება ფილმის "უსიყვარულო" სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.
◾ პროექტის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
◾ პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com
მედიამხარდამჭერები არიან: Artarea/Tv2.0 Cinemania.ge ინდიგო • Indigo
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, 19 ოქტომბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა