ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2016 წლის დეკემბრიდან, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიულ დეპარტამენტზე, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ინტენსიურად ხორციელდება ინკლუზიური ცეკვის აქტივობები. 3 წლის მანძილზე, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები, ტრენინგები და აქტიურად ჩაერთვნენ თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასის ჩამოყალიბების პროცესში.

2018 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართული „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, საინტეგრაციო ინკლუზიური ცეკვის ვორქშოფი - „საცეკვაო როლური თამაშები“ - გაიმართა. დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების I და III კურსის სტუდენტები და თბილისის №200 საჯარო სკოლის (სკოლა-პანსიონის) მოსწავლეები, ჩვენი უნივერსიტეტის ასისტენტის, ცეკვის სპეც-პედაგოგის, ტრენერის ანა ღვინიაშვილის ორგანიზებით გაერთიანდნენ.

ვორქშოფი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების ფარგლებში, ინკლუზიური ცეკვის მიმართულებით, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლებთან ინტეგრაციას.

აღნიშნული ღონისძიების დაწყებამდე სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი, სადაც გაეცნენ ინკლუზიური ცეკვის არსს, მიზანსა და შესაძლებლობებს. ვორქშოფზე კი პრაქტიკულად შეისწავლეს ინკლუზიური ცეკვის სწავლების ტექნიკები და მოახდინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა/ინკლუზია.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502740
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია