ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

მარინე მიქაუტაძე სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჩვენს კოლეგებს და საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს თუ საზოგადოებრივ ჯგუფს გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში განიხილებოდა მარინე მიქაუტაძის სარჩელი, რომლის მოპასუხესაც სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენდა. მოსარჩელე მარინე მიქაუტაძის მოთხოვნას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 თებერვლის N5, N6 და 2018 წლის 05 იანვრის N2 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წარმოადგენდა, რომლითაც იგი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდა. 2018 წლის 12 ივლისს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე უნივერსიტეტის იურისტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის პოზიციით სახეზე არ იყო სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა - მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. ამდენად, მარინა მიქაუტაძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1191758
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია