ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

პირველად საქართველოში !!!

3 სექტემბრიდან დაიწყო და გრძელდება საბუთების მიღება 2018/19 სასწავლო წლისათვის პროგრამაზე:

 

თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა,   საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით,   აცხადებს   განცხადებების   მიღებას   საპილოტე   სასწავლო   კურსზე

„თეატრალური კოსტუმი-აქსესუარის კონცეფცია და რეალიზაცია“, რომელიც წარმოადგენს საფუძველს „თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების ოსტატის ასისტენტის“ პროფესიული კურსისთვის.

 

კურსის  მიზანია:  თეატრალური  კოსტუმებისა  და  აქსესუარების  შექმნის  ხელობის დაუფლება.

 

კურსზე შერჩეული მსმენელი შეისწავლის კოსტუმის და აქსესუარების კონსტრუირებას, შეკერვას, გაფორმებას, გადაკეთებას, წმენდასა და მოვლა-შენახვას. გაეცნობიან კოსტუმისა და ხელოვნების ისტორიას.

 

საპილოტე პროექტის ხანგძლივობა 17 თვე. შერჩეული მსმენელებისათვის სწავლა უფასოა. საპილოტე პროექტის მონაწილეები სრული კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატს. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან:

  •  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  •  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
  •  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;

·    დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

რუსთაველის 19, ოთახი D 4; აღმაშენებლის 40, ოთახი 207; ტელ:+995 577 288 716

ელ-ფოსტა: gpkhakadze@gmail.com

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1191781
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია