ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

 

არტისტერიუმი 
თბილისის თანამედროვე ხელოვნების VI საერთაშორისო გამოფენა 
4.10.13 – 14.10.13
www.artisterium.org

„არტისტერიუმი“ წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ ერთი ინდიკატორია.

თემა: „ვარ მე შენ?“ / „Am I You?”

2013 წლის მე-6 არტისტერიუმის თემაა: „ვარ მე შენ?“. 
განსხვავებულის, უჩვეულოს, გაუგებრის მიღება-არმიღება დღევანდელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. უამრავი ფილოსოფიური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური თეორია აღწერს ჩვენს დამოკიდებულებას ეროვნებების, რელიგიების უმცირესობების, განსხვავებულად მოაზროვნეთა, გვერდით მყოფი ადამიანის - „სხვის“ მიმართ. როგორც ჟაკ დერიდა ამბობს: „სხვას ვერასოდეს გაიგებ როგორც თანყოფნას (presence).... „სხვას“ ყოველგვარი კავშირი აქვს გაწყვეტილი თანყოფნის ფენომენოლოგიურ მეტაფიზიკასთან - „სხვას“ ვერასოდეს გაიგებ თეორიულ აქტში; ეს მხოლოდ ეთიკური პასუხისმგებლობის მეშვეობითაა შესაძლებელი: მე ვიღებ პასუხისმგებლობას სხვაზე“. 
ეთიკური პასუხისმგებლობის აღების სირთულე და ზოგ შემთხვევაში შეუძლებლობა, ხშირად ხდება კულტურული გაუცხოების, რელიგიური, ტერიტორიული თუ პირადი კონფლიქტების მიზეზი.

თემა „ვარ მე შენ?“ მონაწილეებს თავაზობს „სხვისი“, როგორც ფენომენის კვლევას და ჩვენი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ეკოლოგიას „სხვის“ მიმართ. გამოფენის მიზანი თუნდაც მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის შესაძლებლობაა. წლევანდელი თემა იმ გავლენების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა, რომელიც აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებას გარშემო არსებულ მრავალფეროვანი ნააზრევისა თუ გამოვლინების, თუნდაც სიცოცხლის სხვა ფორმების მიმართ (ფლორა, ფაუნა), რომლებიც ჩვენს გვერდით ამ პლანეტაზე არსებობენ.

ღონისძიების სივრცეებია:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემია, ევროპის სახლი, ოატ გალერეა/კავშირი ახალი ხელოვნება, გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი; ფოტო-გალერეა „კონტეინერი“.


10 დღის განმავლობაში, “არტისტერიუმი 6/2013” ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, გამოფენის თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებს, პრეს-კონფერენციებს, მასტერკლასებს, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრებს, კულტურულ პროგრამას.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80 მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან:

საქართველო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, რუსეთი (დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი), უკრაინა, ისრაელი, შევეიცარია, თურქეთი, პოლონეთი, იაპონია.

„არტისტერიუმი 2013“-ის ფარგლებში ტარდება ვიდეო ფილმების სამდღიანი ფესტივალი „განსხვავებული ეკრანი“, სადაც წარდგენილი იქნება ფილმები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან: 
გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, შვეიცარია, კანადა, ტაივანი, ბულგარეთი, ირანი, ნიდერლანდები, ისრაელი, ფინეთი, აშშ, პოლონეთი, ხორვატია, მონღოლეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი. 
„განსხვავებული ეკრანი“ ინიციირებულია დიდი ბრიტანეთში. „არტისტერიუმზე“ ფესტივალს წარადგენენ ბრუს ალანი (მხატვარი), გარეტ ევანსი (ლონდონის გალერეის „ვაითჩეპელის“ ვიდეო დეპარტამენტის უფროსი) და ბენჯამი ისტოპი (კურატორი) - დიდი ბრიტანეთი.

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში; ისრაელის საელჩო საქართველოში; პოლონეთის საელჩო საქართველოში; გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო; ბრიტანეთის საბჭო/საქართველო, ევროპის სახლი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; პრო-ლეჰვეცია - შვეიცარული სახელოვნებო ფონდი, JTI (Japanese Tobacco International, თბილისი), აუდიტორიუმი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

პროექტის ორგანიზატორები:
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; 
ასოციაცია “არტისტერიუმი”;
კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრი;

პროექტს ახორციელებენ:
ილიკო ზაუტაშვილი – ასოციაცია არტისტერიუმის დირექტორი; 
მაგდა გურული – ასოციაცია არტისტერიუმის კურატორი;
ლიკა მამაცაშვილი - თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი; 
არჩილ თურმანიძე - გრაფიკული დიზაინი;
ვახტანგ გვეტაძე – „არტისტერიუმის“ ტექნიკური დირექტორი;
კოტე ჯინჭარაძე – ტექნიკური კოორდინატორი;
ეთერ გაბაშვილი – ექსპოზიციის ასისტენტი / ვებ დიზაინი, კომპიუტერული გრაფიკა;
ანა სოფრომაძე - პროექტის კოორდინატორი / ექსპოზიციის ასისტენტი / ფოტოგრაფი;

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ასოციაცია “არტისტერიუმი”;

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0952876
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია