30-08-2019 - მობილობის შემოქმედებითი ტური (გამოცდა)
მობილობაში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
მობილობა
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გარე მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18.00 სთ-მდე.
მობილობის უფლება მოპოვებული სტუდენტის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განცხადებების შემოტანის ვადა - 26, 27, 29, 30 აგვისტო.
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა შესაბამის ფაკულტეტზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები: 7 0888 7519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი) შიდა ან გარე მობილობა.
მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ:
დრამის ფაკულტეტი - 577288778
კინო-ტელე ფაკულტეტი - 599944700;
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე - 577288710.
გარე მობილობის ვაკანტური ადგილები
დრამის ფაკულტეტი
შენიშვნა: დრამის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტმა უნდა გაიაროს/ჩააბაროს შემოქმედებითი ტური.
დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამულ კონცენტრაციაზე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
კენჭისყრის შედეგად დადგინდა იმ პროზაიკოსთა და პოეტთა სია, რომელთა ნაწარმოებებიდანაც უნდა შეირჩეს გამოცდაზე წასაკითხი მასალა.
შეგახსენებთ, რომ პროზაული და პოეტური ნაწარმოებების გარდა მობილობის მსურველებმაუნდა წაიკითხონ ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან პირველ პირში (მონოლოგი პიესიდან, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, მემუარული ლიტერატურა და ა.შ.)
კინო-ტელე ფაკულტეტი
შენიშვნა: კინო-ტელე ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტმა უნდა გაიაროს/ჩააბაროს შემოქმედებითი ტური.
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტი
შიდა მობილობა
დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე შიდა მობილობის ვაკანტური ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
შენიშვნა: განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს, შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდის ქვითარი. რეგისტრაციის თარიღი: 26,27,29,30 აგვისტო.
შემოქმედებითი ტურის ღირებულება არის - 35 ლარი;
თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები: 7 0888 7519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი) შიდა ან გარე მობილობა.
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
შენიშვნა:მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა) საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს გამოცდა - გასაუბრება; (განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს სამოტივაციო წერილიც).
მობილობის შემოქმედებითი ტურებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების/გასაუბრების
მოთხოვნები
დრამის ფაკულტეტი
მობილობის შემოქმედებითი ტური -
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის)
პროგრამულ კონცენტრაციაზე:
მოწმდება სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები: მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; სტუდენტმა უნდა შეასრულოს სიმღერა, საცეკვაო ნომერი, პოეტური და პროზაული ნაწარმოები ( ავტორთა სია - 7 პოეტი და 7 პროზაიკოსი, რომელთა ნაწარმოებებიდანაც უნდა აარჩიოს სტუდენტმა შესაბამისი მასალა, გამოქვეყნდება 20 აგვისტომდე ), გამოცდაზე სტუდენტს დამატებით ევალება წაიკითხოს მის მიერ შერჩეული ნებისმიერი ჟანრის (რომანი, ნოველა, ესე, პუბლიცისტიკა, მემუარული ლიტერატურა) პროზაული ნაწარმოებიდან ნაწყვეტი პირველ პირში ან მონოლოგი კლასიკური პიესიდან, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 3-4- წუთი. სტუდენტს წასაკითხად მიეცემა უცნობი ტექსტიც.
პროგრამა ასევე უნდა შესრულდეს საკონკურსო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით. ამას გარდა, სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და არტისტული მონაცემები. შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის
პროგრამულ კონცენტრაციაზე
მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები, უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით. შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
შემოქმედებითიტური
ტელერეჟისურის
პროგრამულკონცენტრაციაზე
ტელერეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტის შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად: I ტური - წერითი გამოცდა და II ტური - გასაუბრება.
პირველ ტურზე სტუდენტმა წერილობით უნდა წარმოადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას. სასურველია წარმოადგინოს:
მის მიერ შეთხზული ლიტერატურული ნაწარმოები (მაქსიმუმ- 5 გვ.); ფოტოები ან ფოტორეპორტაჟი (მაქსიმუმ -10 ფოტო);
არსებობის შემთხვევაში, მის მიერ მომზადებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ტური - წერითიგამოცდა - 3 შეთავაზებული თემიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, რომელშიც მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
II ტური - ზეპირიგამოცდა - შედგება 2 ეტაპისგან.
1. გასაუბრება - სტუდენტი სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს ტელევიზიის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და თეატრის ისტორიაში;
2. პრაქტიკული დავალებები (3 ეტიუდი). სადაც სტუდენტი გამოავლენს
დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს;
შენიშვნა: ორივე ტური ტარდება ერთ დღეს!
შემოქმედებითიტური
ხმისრეჟისურის
პროგრამულკონცენტრაციაზე
ხმისრეჟისურისპროგრამულკონცენტრაციაზემობილობის უფლება მოპოვებული სტუდენტის შესარჩევიკონკურსი (შემოქმედებითიტური) ტარდებაორეტაპად: I ტური - პრაქტიკული
დავალებისშესრულებადა II ტური - გასაუბრება.
პირველ ტურზე სტუდენტი წარმოადგენს მოკლე ავტობიოგრაფიას თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; საშუალო მუსიკალური განათლების არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი; სასურველია წარმოადგინოს მის მიერ შექმნილი მუსიკალური კლიპი ან მუსიკალური ნაწყვეტი, ან მის მიერ გაფორმებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ტური - პრაქტიკული დავალების შესრულება სხვადასხვა ხასიათისა და ფორმის მუსიკალური ფრაგმენტითა და ხმოვანი რიგით (დიალოგი, მონოლოგი, ადგილმდებარეობის დამახასიათებელი ბგერები, სინქრონული ხმაური, მუსიკა), რის საფუძველზეც შემოწმდება სტუდენტი. სმენა, რიტმის გრძნობა, ხმოვანი რიგის აღქმის უნარი, მუსიკალური შეგრძნება და მუსიკალური ჟანრის აღქმა; ვიზუალური მასალის გამოყენებით, სტუდენტი მიეცემა დავალება, რის საშუალებითაც შემოწმდება და გამოვლინდება მისი წარმოსახვის, ანალიტიკური ხედვის, მონტაჟური აზროვნების, სახეობრივი აზროვნების სათანადო უნარები.
II ტური - კომპიუტერული ცოდნის შემოწმება (Microsoft Windows, Microsoft Word, Microsoft PowerPoint, სასურველია Nero Start Smart, Photoshop); სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, გასაუბრება ზოგადი განათლების გამოსავლენად (მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი).
შენიშვნა: ორივე ტური ტარდება ერთ დღეს!
მობილობის გამოცდა - გასაუბრება საბაკალავრო პროგრამაზე -
მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
გასაუბრება ჩატარდება თანამედროვე სამაუწყებლო მედიაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ, რაც გამოავლენს ჟურნალისტური საქმიანობისთვის აუცილებელ უნარებსაც.
შენიშვნა: ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების მიზეზით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, ამა წლის 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში შესვლა-გამოსვლა შესაძლებელი იქნება სამეურნეო ეზოს მხრიდან, ვ. აბაშიძის #7 (ამოსასვლელი რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან #28 -30).
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
გისურვებთ წარმატებას!!!