TAFU - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ყურადღება! 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის

მობილობას

გარე მობილობა

სხვაუმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრიდეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა -  (www.eqe.ge)  2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;

  • მობილობის უფლება მოპოვებული სტუდენტის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განცხადებების შემოტანის ვადა -  22-23-24 აგვისტო.

განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას სტუდენტის პირადი საქმის ასლი.

ü  რეგისტრაციისათვის  სტუდენტმა უნდა     გადაიხადოს  შემოქმედებით ტურში   მონაწილეობის საფასური - 30 ლარი.

      თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე
       საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 7 0888 7519
გადახდის  დანიშნულებაში უნდა  ჩაიწეროს სტუდენტის გვარი,  სახელი,  11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

  • საშემსრულებლო-შემოქმედებითი მიმართულებით შემოქმედებითი ტურებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების ვადა - 29-30 აგვისტო
  • 4 სექტემბრის  ჩათვლით აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

დაწვრილებით იხ. ბრძანება გარე მობილობის შესახებ  (ბმული - დანართი 1)

გარე მობილობის ვაკანტური ადგილები

დრამის ფაკულტეტი

  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება - მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) – 2 ვაკანტური ადგილი;
  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება - თეატრის რეჟისურა  – 2 ვაკანტური ადგილი;
  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი  – 2 ვაკანტური ადგილი;

შენიშვნა: დრამის ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტმა უნდა გაიაროს/ჩააბაროს შემოქმედებითი ტური.

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება -  მხატვრული კინოს რეჟისურა

– 2 ვაკანტური ადგილი;

  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება - ანიმაციური კინოს რეჟისურა

– 2 ვაკანტური ადგილი;

  • საშემსრულებლო შემოქმედებითი ხელოვნება - კინო-ტელე ოპერატორი

-  3 ვაკანტური ადგილი;

შენიშვნა: კინო-ტელე  ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტმა უნდა გაიაროს/ჩააბაროს შემოქმედებითი ტური.

 

 სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტი

  • ხელოვნების ისტორია და თეორია (თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა)   -   3 ვაკანტური ადგილი;
  • მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა) – 2 ვაკანტური ადგილი;

 

შენიშვნა:  მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა) საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლება მოპოვებულ სტუდენტმა უნდა გაიაროს/ჩააბაროს გამოცდა.  

 

შიდა მობილობა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 24  აგვისტოს 18:00 სთ-მდე;

 

  • საშემსრულებლო-შემოქმედებითი მიმართულებით შემოქმედებითი ტურებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების ვადა - 29-30 აგვისტო
  • 4 სექტემბრის  ჩათვლით აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

დაწვრილებით  იხ. ბრძანება შიდა მობილობის შესახებ (ბმული - დანართი 2)

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები

 

დრამისა და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე შიდა მობილობის ვაკანტური ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

 

კინო-ტელე ფაკულტეტზე  შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • 2 ადგილი - მხატვრული კინოს რეჟისურა; 
  • 2 ადგილი - კინო-ტელე ოპერატორი.

   

მობილობის შემოქმედებითი ტურებისა და საუნივერსიტეტო გამოცდების

მოთხოვნები

 

მობილობის შემოქმედებითი ტური მსახიობის (თეატრისა და კინოს მსახიობის)პროგრამულ კონცენტრაციაზე:

 

მოწმდება  სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები: მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა;  სტუდენტმა უნდა შეასრულოს სიმღერა, საცეკვაო ნომერი, იგავ-არაკი, პოეტური და პროზაული ნაწარმოები. პროგრამა, ასევე უნდა შესრულდეს საკონკურსო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით. ამას გარდა, სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და არტისტული მონაცემები.  შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

ü   სტუდენტის სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.

მობილობის შემოქმედებითი ტური თეატრის რეჟისურის პროგრამულ კონცენტრაციაზე ტარდება ორ ეტაპად: I  ეტაპი-წერითი გამოცდა  და II ეტაპი - გასაუბრება.

ü   სასურველია სტუდენტმა   წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს (სცენარი, მოთხრობა, ჩანახატი, ფოტოები, ნარკვევი, მხატვრული კოლაჟი და სხვა).


შემოქმედებითი ტურის  I ეტაპი - წერითი გამოცდა - კომისიის მიერ შემოთავაზებული პიესებიდან სტუდენტის მიერ შერჩეული პიესის ანალიზი. სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 5 ასტრონომიული საათი.

 

შემოქმედებითი ტურის II  ეტაპი  - გასაუბრება  - სტუდენტი წარმოაჩენს ცოდნას ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში,  ლიტერატურის, მუსიკის და  სახვითი ხელოვნების საკითხებში.

 

სტუდენტმა უნდა  გამოავლინოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზის და შეთხზვის უნარი,  უნდა  შეეძლოს მოვლენის გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.


სარეკომენდაციო  პიესები:

  • გიორგი ერისთავი - ,,გაყრა“, ,,დავა“,  ,,ძუნწი“
  • დავით კლდიაშვილი - ,,ირინეს ბედნიერება“, ,,დარისპანის გასაჭირი“, ,,უბედურება“
  • შალვა დადიანი - ,,გუშინდელნი“
  • პოლიკარპე კაკაბაძე - ,,ყვარყვარე თუთაბერი“ , ,,კახაბერის ხმალი“
  • სოფოკლე - ,,ოიდიპოს მეფე“
  • ევრიპიდე - ,,მედეა“
  • უილიამ შექსპირი - ,,ჰამლეტი“, ,,ოტელო“, ,,რომეო და ჯულიეტა“
  • მოლიერი - ,,ტარტიუფი“, ,,დონ ჟუანი“, ,,მიზანტროპი“
  • კარლო გოლდონი - ,,სასტუმროს დიასახლისი“
  • ფრიდრიხ შილერი - ,,ვერაგობა და სიყვარული“ , ,,ყაჩაღები“ 
  • ჰენრიკ იბსენი - ,,ნორა, ანუ თოჯინების სახლი“, ,,მოჩვენებანი“
  • ლუიჯი პირანდელო - ,,ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“
  • ანტონ ჩეხოვი - ,,სამი და“, ,,ალუბლის ბაღი“, ,,დათვი“
  • ფედერიკო გარსია ლორკა - ,,სისხლიანი ქორწილი“
  • ბერტოლდ ბრეხტი - ,,სამგროშიანი ოპერა“ 
  • ჟან ანუი - ,,ანტიგონე“
  • სემუელ ბეკეტი - ,,გოდოს მოლოდინში“ 
  • ეჟენ იონესკო - ,,მარტორქა“

 

შემოქმედებით   ტური    ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის პროგრამულ კონცენტრაციაზე ტარდება ორ ეტაპად: I  ეტაპი-პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი - გასაუბრება.

შემოქმედებითი ტურის I ეტაპი - პრაქტიკული დავალება -  მოწმდება სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი მონაცემები: სმენა, რიტმი, პლასტიკა; ასევე, ქართული ცეკვის ინდივიდუალური შესრულება; შემოთავაზებულ მუსიკალურ მასალაზე იმპროვიზირებული ეტიუდის შესრულება.


შემოქმედებითი ტურის II  ეტაპი  - გასაუბრება  - გასაუბრებაზე სტუდენტმა უნდა გამოავლინოს ცოდნა  ქართული და მსოფლიო ქოროეგრაფიის ისტორიაში, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებში.

 


შემოქმედებითი ტური მხატვრული კინოს  რეჟისურის  პროგრამულ კონცენტრაციაზე ტარდება ორ ეტაპად: I  ეტაპი- გასაუბრება და II ეტაპი - წერითი გამოცდა.


მობილობის მსურველმა სტუდენტმა 27 აგვისტოს  11.00 საათიდან 15.00 საათამდე კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანატში (მისამართი: აღმაშენებლის გამზირი #40. საკონტაქტო პირი - ნინო სულაძე) უნდა  წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს, მოთხრობა, კინონოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი,  ფოტო, ვიდეო ნამუშევარი,  შემოქმედებითი იდეა და სხვ.


შემოქმედებითი ტურის I ეტაპი - გასაუბრება    -  სტუდენტი  წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს ლიტერატურასა და კინოს მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი; ფოტოხელოვნება); ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს; ინტერესების სფეროს; მოტივაციას. სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები (1 ვიდეოეტიუდი და 2 ფოტოსესია) ამ უნარების გამოსავლენად; სტუდენტმა უნდა შეძლოს ეტიუდის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე.


შემოქმედებითი ტურის II  ეტაპი  -  წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას,  რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.


შემოქმედებითი ტური ანიმაციური კინოს  რეჟისურის  პროგრამულ კონცენტრაციაზე  ტარდება ორ ეტაპად: I  ეტაპი-წერითი გამოცდა  და II ეტაპი - გასაუბრება.


მობილობის მსურველმა სტუდენტმა 27 აგვისტოს  11.00 საათიდან 15.00 საათამდე კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანატში (მისამართი: აღმაშენებლის გამზირი #40. საკონტაქტო პირი - ნინო სულაძე)  უნდა  წარმოადგინოს მოკლე  ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას.  ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს. ეს შეიძლება იყოს  მოთხრობა, სცენარი, ნებისმიერი ჟანრის გრაფიკული,  ფერწერული ან პლასტიკური ნამუშევარი, ანიმაციაში შექმნილი პატარა ნამუშევარი,  ლიტერატურული ჩანახატი, შემოქმედებითი იდეები, ფოტოები, და სხვა.


შემოქმედებითი ტურის I ეტაპი - წერითი გამოცდა - სამი შეთავაზებული თემიდან სტუდენტი  ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, ამბავს, რომელშიც ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად დაგროვილი მასალის საფუძველზე გამოჩნდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი. სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.


შემოქმედებითი ტურის II  ეტაპი  - გასაუბრება -  სტუდენტი წარმოაჩენს: ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს ლიტერატურასა და ხელოვნებაში; ინტერესების სფეროს; ანალიზისა და შემოქმედებითი ფანტაზიის უნარს, მოტივაციას. სტუდენტს მიეცემა პრაქტიკული დავალებები დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარების გამოსამჟღავნებლად; სტუდენტმა უნდა შეძლოს სიუჟეტის მოფიქრება ან ამბის შეთხზვა შეთავაზებულ თემაზე (სიტუაციის წარმოდგენა-აღწერა; შეთავაზებული თემის, ფერწერული ტილოს ან ფოტოს მიხედვით ამბის აგება (სავარაუდო ხმოვანების წარმოსახვით), მოვლენის განვითარების აღწერა და გადმოცემა) . 


შემოქმედებითი ტური  კინო-ტელე ოპერატორის პროგრამულ კონცენტრაციაზე ტარდება ორ ეტაპად: I  ეტაპი - პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი - გასაუბრება.


მობილობის მსურველმა სტუდენტმა 27 აგვისტოს  11.00 საათიდან 15.00 საათამდე კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანატში (მისამართი: აღმაშენებლის გამზირი #40. საკონტაქტო პირი - ნინო სულაძე)  უნდა   წარმოადგინოს თავისი გადაღებული  10 ფოტოსურათი კომპაქტ დისკზე (CD)  ჩაწერილი  (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი).


შემოქმედებითი ტურის I ეტაპი - პრაქტიკული დავალება (სასურველია  შესრულდეს საკუთარი  აპარატურით). რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან     10 ფოტო. 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს  გამოყენებით შავ ფონზე;  
ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს    დამუშავების გარეშე  კომპაქტ დისკზე (CD)    Jepg  ფორმატში ჩაწერილი;


შემოქმედებითი ტურის II  ეტაპი  - გასაუბრება -  სტუდენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია - დაცვა. სტუდენტმა უნდა  იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში).   სტუდენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს   კინოხელოვნებისა და   სახვითი ხელოვნების ისტორიაში.



ყველა შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველი სხვა სტუდენტების თანდასწრებით.

 

მობილობის წერითი გამოცდასაბაკალავრო პროგრამაზე  -

მასობრივი კომუნიკაცია (ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)

 

წერითი გამოცდა I და II სასწავლო წელზე გამოდმომსვლელთათვის:

  • ანალიტიკური სტატია შემოთავაზებული სამი თემიდან ერთ-ერთზე, არანაკლებ სამი გვერდისა (A4)

თემები შეეხება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ საკითხებს.

 

II სასწავლო წლის სწავლებაზე გადმოსვლის მსურველებისთვის აუცილებელია კრედიტების შესაბამისი რაოდენობის აღიარება და დამატებით  გასაუბრება:

  • გასაუბრების საკითხები იხილეთ წიგნში -

 ჩართოლანი გ. „ტელე-რადიო ჟურნალისტიკა“ ნაწ. I ტელეჟურნალისტიკა“  თავი I და II.


გისურვებთ წარმატებას!!!

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1157821
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-08-08
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია