TAFU - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და 

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება

09. 07. 2018 წელი 119/2

----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------

დრამის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის და კინო - ტელე ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

იხ. მიბმული ფაილები:
დანართი
დანართი
კონკურსის წესი
აკადენიური თანამდებობის დაკავების წესი
განცხადება
დანართი
დანართი
დანართი


1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

დრამის ფაკულტეტი

მსახიობის ხელოვნების მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 3 ს. ე.

ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე. /სასცენო მეტყველების განხრით/

ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე.

სამუსიკო ხელოვნების მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე. /დირიჟორის განხრით/

 

კინო - ტელე ფაკულტეტი

აუდიოვიზუალური რეჟისურის მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე.

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

კინომცოდნეობის მიმართულებით

მსოფლიო კინოს ისტორია

ასოცირებული პროფესორის 1 ს. ე.

 

2. დრამის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის და კინო - ტელე ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 16 ივლისიდან

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 20 აგვისტოდან 03 სექტემბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.

 

საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

ოქმი # 9 05.07.2018 წ.

რ ე ქ ტ ო რ ი გიორგი მარგველაშვილი

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1157821
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-08-08
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია