ბრიტანეთის საბჭო და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გეპატიჟებათ დაინტერესებულ თეატრალურ თუ კინო რეჟისორებსა და სტუდენტებს! 6 ოქტომბერს 12:00-2:00 კომპანია 1927-ის ვორქშოფი. მოზარდმაყურებელთა თეატრი დავით აღმაშენებლის 99/1 ბრიტანული კომპანია 1927-მა ოსტატურად შეურწყა ერთმანეთს ცოცხალი მუსიკა, ანიმაცია, კინო, სიმღერა და სხვა ტექნოლოგიები, და ამით მიიღო ამბის თხრობის ახალი სტილი. 1927-ის დადგმებში შეგვიძლია დავინახოთ ცოცხალი შესრულებისა და კინოს ერთობლიობა, რომელიც ქმნის ერთგვარ ინტეგრირებულ სამყაროს ეკრანს მიღმა და ეკრანის წინ. ჭკვიანურად შეთავსებული სინთეზის წყალობით,კინემატოგრაფიასა და ცოცხალ შესრულებას შორის ეს ორი სამყარო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთ მთლიანობას - ჯადოსნურ კინემატოგრაფიულ თეატრს. არაჩვეულებრივი სინქრონის, ზუსტი ქორეოგრაფიისა და მუსიკის ერთობლიობით საბოლოო ჯამში ვიღებთ უმაღლესი ხარისხის წარმოდგენას.. 1927-ის ვორქშოფი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ საერთო - პერფორმანსსა და ფილმს შორის. ეს საოცარი სინთეზი მხოლოდ რეპეტიციებზე კი არა, მთლიანი კრეატიული პროცესის დასაწყისშივე იჩენს თავს. პრაქტიკული სემინარები ძირითადად ორიენტირებული იქნება 1927ის შესრულების სტილზე. ვორკშოპის ორგანიზატორები მონაწილეებს პრაქტიკულ აქტივობებში ჩართავენ. მათ შორის: სემინარებს, როგორც წესი თან სდევს კითხვა-პასუხის სესია მონაწილეებსა და 1927-ის გუნდს შორის, ან/და მონაწილეების პირადი პრაქტიკის/გამოცდილების განხილვა, მათი მისწრაფება კინოსა თუ ანიმაციისაკენ. 1927-ის სპექტაკლები ჩატრდება 5 და 6 ოქტომბერს მოხარდმაყურებელთა თეატრში. დასწყისი 20:00. 5 ოქტომბერს სპექტაკლის შემდეგ დასი გიწვევთ კითხვა-პასუხის სესიაზე, სადაც მაყურებელს შეუძლია პირადად გაესაუბროს მსახიობებს. |