- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე 30 მაისს, 20:00 (აღმაშენებლის გამზ. 40) ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები“, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა მისი ჩვენება ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ფილმების აფიშების გამოფენა. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება განახლებული თეატრში „სპარტაკი“ (რუსთაველის გამზ. 19).
სელექციის შედეგად, საკონკურსო პროგრამაში 11 ქვეყნის 25 ფილმი მონაწილეობს. მაყურებელი იხილავს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, აშშ-ს, შვეიცარიის და საქართველოს კინოსკოლების საუკეთესო ნამუშევრებს. მასტერკლასებზე, კინოჩვენებებსა და საფესტივალო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალს 20-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და კინოხელოვანი ეწვევა, რომელთა შორისაა ჟიურის წევრები: მარტინ ჰაგემანი (ბაბელსბერგის უნივერსიტეტი, გერმანია), ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია), ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი). უცხოელ კოლეგებთან ერთად, საფესტივალო ფილმებს შეაფასებენ ჟიურის ქართველი წევრებიც, ნატა მურვანიძე და ზაზა ხალვაში.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, კინოჩვენებები, სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია / ჩვენება და სხვა სტუდენტური ღონისძიებები. ხოლო დაჯილდოების ცერემონიაზე, 3 მაისს, გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაცური ფილმი. ჟიური გადასცემს 2018 წლის გრან-პრის. ასევე, გაიცემა სპეციალურ სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელიც ისწავლება კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა, მონტაჟი, ოპერატორის ნამუშევარი.
ფესტივალის პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, Check in Georgia, საქართველოს ეროვნული არქივი, „კინოსტუდია ქართული ფილმი“, რესტორანი „შავი ლომი“, „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკური დუქანი“, ARTAREA, რადიო „ფორტუნა“ და ტელეკომპანია MUSIC BOX.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2018“
პროგრამა
30 მაისი
20:00 ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონია - აღმაშენებლის გამზ. 40
31 მაისი
11:30 მასტერკლასი - ორით აზულაი / Storytelling by Casting - აღმაშენებლის გამზ. 40
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #1
მხატვრული ფილმების სექცია / 100 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
19:00 პრეზენტაცია
- კინოჩვენება / სერიალი TAFU / საპილოტე სერია/
- კინოჩვენება / „ბათუმის ერთი დღე“ / კო-პროდუქცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტთან
- “თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
რუსთაველის გამზ. 19
1 ივნისი
11:30 მასტერკლასი - ნატო მურვანიძე / მსახიობი სცენაზე და კინოში
აღმაშენებლის გამზ. 40
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #2
მხატვრული/დოკუმენტური ფილმების სექცია / 105 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
19:00 სარაევოს კინოაკადემიის პრეზენტაცია / ჩვენება
რუსთაველის გამზ. 19
2 ივნისი
11:30 მასტერკლასი - მარტინ ჰაგემანი / Future of Cinema?
აღმაშენებლის გამზ. 40
15:00 საკონკურსო კინოჩვენება #3
დოკუმენტური / ანიმაციური ფილმების სექცია / 138 წუთი
რუსთაველის გამზ. 19
3 ივნისი
20:00 ფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია
რუსთაველის გამზ. 19
Tbilisi International Student Film Festival “AMIRANI 2018”
PROGRAM
MAY 30
20:00 OFFICIAL OPENING CEREMONY
Agmashenebli ave. 40
MAY 31
11:30 Master class - ORIT AZOULAY / Storytelling by Casting
Agmashenebli ave. 40
15:00 COMPETITION SCREENING #1
SHORT FICTION / 100 MIN
Rustaveli ave. 19
19:00 PRESENTATION - TAFU
- Screening of MINI Series Pilot / TAFU
- Screening of coproduction with BATUMI ART UNIVERSITY / ONE DAY OF BATUMI
- Signing the Agreement of Cooperation with TBC Bank
Rustaveli ave. 19
JUNE 1
11:30 Master class / NATO MURVANIDZE / Acting on The Stage and Acting on The Set
Agmashenebli ave. 40
15:00 COMPETITION SCREENING #2
SHORT FICTION / DOCUMENTARY / 105 MIN
Rustaveli ave. 19
19:00 SARAJEVO FILM ACADEMY PRESENTATION
Rustaveli ave. 19
JUNE 2
11:30 Master class – MARTIN HAGEMANN / Future of Cinema?
Agmashenebli ave. 40
15:00 COMPETITION SCREENING #3
DOCUMENTARY / ANIMATION / 138 MIN
Rustaveli ave. 19
JUNE 3
20:00 AWARD CEREMONY
Rustaveli ave. 19
უკან