ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომელსაც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი" (EARI) განახორციელებს.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

5 წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის ისტორიკოსი, ლიტერატორი, მწერალი, გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესოს. ამასთან, სტუდენტებს შორის გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფულად პრიზებს - I ადილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესები გამოიცემა კრებულის სახით და გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.

საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა პრეზიდენტთან. პროექტის ბოლოს კი, გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს.

ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.

კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ერთ ავტორს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი ესე წარმოადინოს საკონკურსოდ. ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ სამი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ივნისის ბოლოს.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com. ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, თქვენი პირადი ელ-ფოსტა და თქვენი ტელეფონის ნომერი (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხევაში ნამუშევრები არ მიიღება).


ტექნიკური სახის მოთხოვნები:

ენა: ქართული;

დოკუმენტის ტიპი: PDF;

ფონტი: Sylfaen;

შრიფტის ზომა: 12;

ინტერვალი: 1,15;

ესსეს მოცულობა: 1500-2500 სიტყვა.

 

საკონტაქტო ტელ.: 558 45 11 12

 

განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1191757
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია